რეზონანსი
18.02.2026

ამ წუთებში, პროკურატურასთან დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათ პროკურატურის შესასვლელი დაიკავეს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესების პარალელურად სახელმწიფომ უნდა იფიქროს ზარალის ანაზღაურების საკითხზე. ბინების მომლოდინეეებს ასი ათასობით დოლარი აქვთ გადახდილი, მაგრამ საცხოვრებლები არ გააჩნიათ. დღეს სასამართლოში ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა წულეისკირის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა გადაიდო.

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით, „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ დააკავეს „სფერო ინვესტის“ დირექტორი, ძებნილი გიორგი მურუსიძე. 

პროკურატურის ცნობით, „ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×