რეზონანსი
18.02.2026

კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ნაწილში საჭირო იქნება კერძო სექტორის ჩართულობაც, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„უნდა მივიღოთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ, ჭარბ ტვირთად არ დააწვება არც კერძო სექტორს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×