რეზონანსი
18.02.2026

"საქართველოს გენერალური პროკურატურა: ქოლ-ცენტრების ორგანიზებულ დანაშაულთან ერთად იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, რომ შეკვეთილი, ცილისწამებლური განცხადებები დაეწერა წლების განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ, გაევრცელებინა პირადი ცხოვრების მასალები, დაებრალებინა არაერთი სიცრუე… ვერც კი ჩამოვთვლი…

ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემ წინააღმდეგ ?

ან თავად კილაძე მოყვება ან პროკურატურა დაადგენს …

ველოდები ამ კითხვებზე პასუხს!" - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს.

პროკრუატურის ცნობით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×