რეზონანსი
18.02.2026

გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი მშობლების წინააღმდეგ ყველა საქმე შეწყდა. 

ფაქტი, ბიზნესმენის ადვოკატმა "პირველებს" დაუდასტურა. ლევან მახარაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

"ვადასტურებ, რომ გიორგი არის თავისუფალი, გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება და შესაბამისად ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე გიორგი ბაჩიაშვილის, ასევე მისი ოჯახის მიმართ"- აცხადებს ლევან მახარაშვილი. 

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა.

პატიმრობიდან ბაჩიაშვილი, დღეს, 18 თებერვალს, 17:00 საათზე გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, რომ  პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 29 სექტემბერს დაიწყო. მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავებოდნენ. ეს მუხლი სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 

წყარო: tvpirveli

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×