
"ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 70 წლის იუბილე ოჯახთან ერთად აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში პოლიტიკოსი მილოცვებს თანაგუნდელებისა და საჯარო პირებისგან იღებდა, დღის ბოლოს სოციალურ ქსელში ოჯახური გარემოში გადაღებული ფოტო გავრცელდა.
ფოტო მისმა ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა. კადრში ჩანან ოჯახის წევრები და შვილიშვილები სადღესასწაულო ტორტით, რომელზეც ციფრი „70“ არის გამოსახული.
პოსტს თან ახლავს წარწერა ორ ენაზე: "ბედნიერი 70 წელი საყვარელ მამას და ბაბუას".
ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, რომელიც წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და საჯარო სივრცეში გამოჩენას ხშირად ერიდება, ის ბოლოს ოჯახთან ერთად საახალწლო ფოტოებზე ვნახეთ. აღსანიშნავია, რომ ოჯახის სრულ შემადგენლობას მაშინ აკლდა ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი - გვანცა ივანიშვილი. როგორც ცნობილია, გვანცა წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და უფროსი ძმის მსგავსად, ისიც მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ცხოვრების გასაჯაროებისგან თავი შეიკავოს. რაც შეეხებათ ბერას და ცოტნეს, ისინი საქართველოში იმყოფებიან. ძმები ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდნენ.
ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე