რეზონანსი
19.02.2026

ბლოგერი შოთო სიხარულიძე 35 წლის ნინი მუჯირის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

„სამწუხაროდ, მიწევს ამ პოსტის დაწერა და ამ სიტუაციაში თქვენი იმედი მაქვს , რომ მხარს გაგვიმაგრებთ. ჩვენი ნინოს მდგომარეობა ერთი უწყინარი პროცედურის შედეგად დამძიმდა, სამწუხაროდ, მას ორგანიზმში აღმოაჩნდა ბაქტერია (ლეპტოსპიროზი), რის გამოც განუვითარდა ელვისებური სეფსისი, სეპტიკური შოკი, კომა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე: თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული სპეციფიკური ფსიქიკური აშლილობა. სუნთქავს ტრახეოსტომის საშუალებით. კლინიკამ, რომელშიც ის იმყოფება ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ნინო სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სხვაგან, სადაც უკეთ მოხერხდება მისი მენტალური მდგომარეობის მართვა და მხარდაჭერა, რის გამოც ფინანსური თანადგომა ესაჭიროება. ოჯახს ამოეწურა ფინანსური რესურსი და აქამდე, რაც შეძლეს, გააკეთეს.

ძალიან გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში, რადგან ნინოს ახალგაზრდა ორგანიზმს აქვს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის შანსი და ნუ მივატოვებთ ამ განსაცდელის ჟამს. მეც მიმძიმს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია. 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენი გულისხმიერების იმედი აქვს ოჯახს. 

#GE04BG0000000044596100 საქ. ბანკიმარინა მუჯირი (დედა)

#GE23TB7397145064300141  TBC k. gvinjilia“. - დაწერა შოთო სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×