
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მორიგ უცნაურ მიმართვას აქვეყნებს:
"საშხაპეში უმამაცესი ბზიკი გავიცანი, კედელზე იჯდა, ძლივს ჩავრეცხე, ასჯერ მოეჭიდა იატაკს, მიუხედავად წყლის ძლიერი ჭავლისა. თანდათან აღტაცება მიპყრობდა, ასეთი გულადის მოკვლა როგორ შეიძლება-მეთქი. იმ წამს ხომ მისი ღმერთი ვიყავი, ან დავინდობდი, ან არა. არ დავინდე ხოდა. ვიფიქრე, ეს ისეთი შეუპოვარია, მოსულიერდება და მიკბენს-მეთქი. ღმერთსაც ეგრე ეშინია ადამიანების მგონი, არ მიკბინონო, იმიტომ არ ეხმარება გადარჩენაში მამაცებს და ეხმარება ძონძებს. ა, ხო, ბოდიში, თავისთვის საუკეთესოები უნდა. ხოდა საუკეთესო ბზიკი მივახრჩვე კოხტად მეც" - დაწერა ფანჯიკიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე