|

ძალიან დროული ამბავია და გეტყვით რატომ - სახელს და გვარს არ დავასახელებ, მყავს მეზობელი, რომელმაც გახარიას პრემიერობის დროს როგორღაც მოახერხა და სოციალურად დაუცველების სიაში აღმოჩნდა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.
ფოჩხუას შეფასებით, სოციალური შემწეობა უნდა მიიღოს მხოლოდ იმ ოჯახმა, რომელსაც ეს ნამდვილად ეკუთვნის - წერტილი.
„ძალიან დროული ამბავია და გეტყვით რატომ - სახელს და გვარს არ დავასახელებ, მყავს მეზობელი, რომელმაც გახარიას პრემიერობის დროს როგორღაც მოახერხა და სოციალურად დაუცველების სიაში აღმოჩნდა. არ ვიცი რაში დასჭირდა, ალბათ ამასაც გავარკვევთ მალე, მაგრამ მთელი ოჯახი დასაქმებულია, მამამისს ბიზნესი აქვს, ოჯახს ჰყავს 4 მანქანა და აქვს 2 აგარაკი. დარწმუნებული ვარ, ბევრია კიდევ მსგავსი შემთხვევა. სოციალური შემწეობა უნდა მიიღოს მხოლოდ იმ ოჯახმა, რომელსაც ეს ნამდვილად ეკუთვნის - წერტილი!” - წერს ფოჩხუა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|