
ფოტოგრაფები მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი დაშორდნენ. ამის შესახებ მარი ნაკანმა თავას ისაუბრა:
„ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ მე და გიორგი ერთად ვგეგმავდით საბერძნეთში წასვლას. ბავშვობიდან მითოლოგია ძალიან მიყვარდა და ბებიასთან ერთად ვწერდი ხოლმე კონსპექტებს საბერძნეთზე. არასდროს ვყოფილვარ საბერძნეთში და გიორგის უნდოდა, საჩუქარი გაეკეთებინა.
მერე ადგა და გაფრთხილებისა და ყოველგვარი საუბრის გარეშე დამშორდა, თან საბერძნეთში წავიდა ვალენტინობაზე. ძალიან მეტკინა. მენტალური დღის სტაციონარში ვიწექი და ერთ მშვენიერ დღეს გიორგიმ აღარ მომაკითხა. წავიდა სახლიდან, წაიღო ნივთები, მერე „გაიჩითა“ სთორი, რომ საბერძნეთშია, არც ვიცი, მარტოა თუ ვინმესთან ერთად, ძალიან მეტკინა“, – ამბობს მარი ნაკანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე