რეზონანსი
23.02.2026

წარსულში საბანკო მომსახურება დამღლელ რუტინასთან ასოცირდებოდა: ფილიალში მისვლა, რიგში დგომა და სამუშაო დროის დაკარგვა გარდაუვალი იყო. ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდებოდა რეგიონებში, სადაც მარტივი ფინანსური ოპერაციებისთვის რაიონულ ცენტრში ჩასვლა იყო საჭირო. დღეს ეს რეალობა წარსულს ჩაბარდა - მობაილ ბანკინგი საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი ოპერაცია პირდაპირ სმარტფონიდან, სწრაფად და მარტივად შევასრულოთ

„კრედო ბანკის“ განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკი Mycredo-ს როლიც პირველ რიგში ფინანსურ სერვისებზე მაქსიმალური წვდრომის უზრუნველყოფაა. არ აქვს მნიშვნელობა დედაქალაქის ცენტრში ცხოვრობ, თუ მაღალმთიან სოფელში. აპლიკაცია 90%-ით ანაცვლებს ფილიალს და გაძლევს საშუალებას მართო ფინანსები სახლიდან გაუსვლელად.

აპლიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული უპირატესობა ყოველდღიური ხარჯების ოპტიმიზაციაა. მაგალითად, კომუნალური გადასახადების ან მობილური ბალანსის შევსება Mycredo-დან სრულიად უფასოა. ხშირად მომხმარებლები ან არ ითვლიან საკომისიოებში გადახდილ წვრილ თანხას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საკომისიოზე გაწეული ეკონომია სოლიდურ დანაზოგს ნიშნავს.

გარდა ამისა, აპლიკაცია ამცირებს დროისა თუ ლოკაციით შექმნილ ბარიერებს,  საბანკო დღის დასრულება აღარ ნიშნავს, რომ ფინანსურ ოპერაციებს ვეღარ შეასრულებ. მაგალითად, შეგიძლია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათებს შორის თანხა მომენტალურად გადარიცხო დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24/7-ზე. არ აქვს მნიშვნელობა, ადრესატი „კრედო ბანკის“ მომხმარებელია თუ სხვა ბანკის - გადარიცხვა წამებში სრულდება.

ბევრი ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო გზავნილების მიღების გამარტივებული ფუნქცია. დღეს, კვლავაც, ემიგრაციიდან მიღებული თანხა ქართული ოჯახებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. Mycredo-ს დახმარებით გზავნილის მისაღებად აღარ გჭირდებათ სალაროში მისვლა და რიგში დგომა - თანხის მიღება პირდაპირ მობაილ ბანკშია შესაძლებელი, რისთვისაც მხოლოდ სპეციალური კოდია საჭირო.

Mycredo სრულყოფილი საბანკო ინსტრუმენტია, რომელიც თითქმის ყველა ფუნქციას ითავსებს, რაც სრულფასოვან სერვისცენტრს აკისრია: შეგიძლია გახსნა და მართო ანაბრები, მოითხოვო სესხი, გაიაქტიურო განვადების ლიმიტი ან შეუკვეთო ახალი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათი. ამასთან მობაილ ბანკი ფინანსების გასაკონტროლებლად მოსახერხებელი ინსტრუმენტია - როდესაც ყველა ტრანზაქციასა თუ ვალდებულებას პირდაპირ ხედავ ეკრანზე, ზუსტად იცი, სად მიდის ან სად უნდა წავიდეს თითოეული თეთრი. ეს გამჭვირვალობა საშუალებას გაძლევს უფრო ეფექტურად განკარგო შენი ბიუჯეტი.

აპლიკაციის გამოყენება მაქსიმალურად გამარტივებულია. არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი ექაუნთის გასააქტიურებლად. უბრალოდ გადმოწერე Mycredo (App Store-იდან ან Google Play-იდან) და გაიარე რეგისტრაცია სახის ამომცნობი ფუნქციონალით. სისტემა დეტალურად გიხსნის ყველა მომდევნო ნაბიჯს, სულ რამდენიმე წუთში უკვე შეძლებ ციფრულად მართო შენი ფინანსები. დამატებითი კითხვების შემთხვევში დაუკავშირდით სატელეფონო ცენტრს ნომერზე: *4242 - კრედო ბანკის გუნდის წევრები აუცილებლად დაგეხმარებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×