
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვირის მთავარ მოვლენებს აფასებს - მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე, ევროკავშირის გზავნილებზე, ყულევის შესაძლო სანქციებსა და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც დახმარება რეალურად ესაჭიროებათ.
„გახსოვთ მაგალითად, თუ არ ვცდები 2014-2015 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს, გამოჰყავდათ ადამიანები, აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ. აქაც მოსალოდნელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები,
- კობახიძე: გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ",
...ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი. ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროცესს, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირი
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, როცა საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას - გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები ყველა იმ მიწიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან".
კობახიძის თქმით, მთავრობა აფასებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მაგრამ მას თუ „კონკრეტული ფორმაც ექნება, ეს მისასალმებელია".
„ბუნებრივია, ზოგადად, ჩვენ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ვაფასებთ და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, ესეც არის მისასალმებელი. აქ არ დავალ პიროვნებებამდე, მე ვსაუბრობ ევროკავშირთან დაკავშირებით.
როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ. სადაც შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ, იქ ვამბობთ მადლობას. - განაცხადა კობახიძემ.
დასანქცირდება ყულევი?
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის დასანქცირების საკითზეც ისაუბრა, მისი თქმით, ევროკომისიას მიაწოდეს სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა.
„ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ სანქციების რეჟიმი არ ირღვევა ყულევში. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში.
- „ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ სანქციების რეჟიმი არ ირღვევა ყულევში"
ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია, დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ არ მოხვდება [სანქციების პაკეტში], დაველოდოთ ევროკომისიის პოზიცია.
არ ვარგა, რა თქმა უნდა, სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა, ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს, მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა, რაც უხარია სააკაშვილს, ის არ უხარია ქართველ ხალხს. განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე" დაწერა, რომ „მტკიცედ უჭერს მხარს ყულევის პორტის სანქცირებას".
"0+0"
ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია მთლიანად „დისკრედიტირებულია და ამ მდგომარეობამდე მიყვანას ხელი თავად შეუწყვეს".
პრემიერის შეფასებით, „რადიკალური ძალებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში სივრცე არ უნდა იყოს".
FRAZA:" გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ",
„ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ სანქციების რეჟიმი არ ირღვევა ყულევში.