
ევროკომისია ვაშინგტონს შეთანხმების დაცვას სთხოვს - აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ ტრამპის ტარიფების გაუქმების შემდეგ პრეზიდენტმა ახალი გლობალური გადასახადები დააწესა, რაც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში ახალ დაძაბულობას აჩენს. რა სურს აშშ-ს და როგორ აისახება მისი ახალი გადაწყვეტილება ვაშინგტონი-ბრიუსელის ურთიერთობაზე?
კვირას ევროკომისიამ მოითხოვა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიცვას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გასულ წელს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირობები, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფები, თუმცა, ტრამპმა ახალი გადასახადები ყველა მიმართულებით ისევ დააწესა.
კომისიამ, რომელიც სავაჭრო პოლიტიკაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით აწარმოებს, განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „სრული სიცხადით" უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმასაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აპირებს.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ პარასკევს ტრამპის გლობალური ტარიფები გააუქმა, აშშ-ის პრეზიდენტმა დროებითი, ყოვლისმომცველი 10%-იანი ტარიფების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც ერთი დღის შემდეგ 15%-მდე გაზარდა.
კომისიის განცხადებით, „ამჟამინდელი სიტუაცია ხელს არ უწყობს „სამართლიანი, დაბალანსებული და ორმხრივად სასარგებლო" ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების განხორციელებას,იმ პირობებით, როგორც ეს ორივე მხარეს შორის იყო შეთანხმებული", - განაცხადა კომისიამ გასული წლის სავაჭრო შეთანხმების პირობების განმსაზღვრელ ერთობლივ განცხადებაში. „შეთანხმება შეთანხმებაა".
კომენტარები გაცილებით მკაცრი იყო, ვიდრე კომისიის პარასკევს გაკეთებული თავდაპირველ პასუხი, რომელშიც მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ის სწავლობდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და კონტაქტს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ინარჩუნებდა.
გასული წლის სავაჭრო შეთანხმებამ ევროკავშირის საქონლის უმეტესობისთვის აშშ-ის 15%-იანი ტარიფი დაადგინა გარდა იმ საქონლისა, რომლებიც სხვა სექტორული ტარიფებით იყო დაფარული, იგი ასევე უშვებდა ნულოვან ტარიფებს ზოგიერთ პროდუქტზეც, როგორიცაა თვითმფრინავები და სათადარიგო ნაწილები. ევროკავშირი აშშ-ის ბევრ საქონელზე იმპორტის გადასახადების გაუქმებას დათანხმდა და საპასუხო ზომების მუქარაც გააუქმა.
რა სურს ტრამპმს და რას ცვლის ახალი გადაწყვეტილება?
გაურკვეველია, ცვლის თუ არა ტრამპის ახალი 15%-იანი ტარიფები ევროკავშირ-აშშ-ის შეთანხმებას. თუ ეს მოხდება, ევროკავშირის ნულოვანი ტარიფების გამონაკლისები შეიძლება გაქრეს. ახალი ტარიფები ასევე შეიძლება დაემატოს აშშ-ის უკვე არსებულ „უპირატესი პრივილეგირებული ერის" გადასახადებს, რაც ევროკავშირ-აშშ-ის შეთანხმების შემთხვევაში არ ხდება.
- Global Trade Alert-ის შეფასებით, ევროკავშირი მთლიანობაში 0.8 პროცენტული პუნქტით უარეს მდგომარეობაში იქნება.
„როიტერსი" წერს, რომ შედარებითი უპირატესობა, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა 15%-იანი ტარიფით, როგორც ჩანს, გაქრა, რადგან ამ განაკვეთის წინაშე დგანან ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც შეთანხმება არ აქვთ.
სავაჭრო პოლიტიკის მონიტორინგის Global Trade Alert-ის შეფასებით, ევროკავშირი მთლიანობაში 0.8 პროცენტული პუნქტით უარეს მდგომარეობაში იქნება.
„ევროკავშირის პროდუქტებმა უნდა განაგრძონ ყველაზე კონკურენტუნარიანი რეჟიმით სარგებლობა, ტარიფების გაზრდის გარეშე, რომელიც ადრე შეთანხმებულ მკაფიო და ყოვლისმომცველ ზღვარს სცილდება", - განაცხადა ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ არაპროგნოზირებადი ტარიფები დესტრუქციული იყო და ნდობას გლობალურ ბაზრებზე ძირს უთხრიდა
ახალი კანონი
მას შემდეგ , რაც პარასკევს უზენაესმა სასამართლომ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა, ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომლის მიხედვითაც 24 თებერვლიდან 10%-იანი გლობალური ტარიფი ამოქმედდება.
შაბათს, ტრამპმა Truth Social-ის პოსტი გამოაქვეყნა: „მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ გავზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფს იმ ქვეყნებზე, რომელთაგან ბევრი ათწლეულების განმავლობაში „ძარცვავდა" აშშ-ს, ყოველგვარი ანგარიშსწორების გარეშე (სანამ მე არ გამოვიჩენდი!), სრულად დაშვებულ და იურიდიულად დადასტურებულ 15%-იან დონემდე", - დაწერა მან.
პროკლამაციაში მოყვანილია აქამდე არასდროს გამოყენებული კანონი, რომელიც ცნობილია როგორც 122-ე მუხლი.
საერთაშორისო ვაჭრობის იურისტმა შანტანუ სინგჰმა აღნიშნა, რომ რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტი ამ იურიდიულ უფლებამოსილებას იყენებს, სავარაუდოდ, ის სასამართლოში განიხილება.
„ მთავრობას ამის განსაზღვრის მნიშვნელოვანი თავისუფლება აქვს, რადგან სავაჭრო დეფიციტი შეიძლება გადასახდელების ბალანსის დეფიციტის ნაწილი იყოს", - განუცხადა მან „ალ ჯაზირას".
- ტრამპი: „მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ გავზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფს იმ ქვეყნებზე, რომელთაგან ბევრი ათწლეულების განმავლობაში „ძარცვავდა" აშშ-ს,
შეგახსენებთ, ტრამპმა ტარიფები გაამართლა, როგორც აშშ-ის 900 მილიარდ დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტის დაბალანსების გზა.
რა მოხდება შემდეგ?
ქვეყნები ელოდებიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
სავაჭრო იურისტმა სინგჰმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გამოიყენებს 150-დღიან პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ძალაში შევა 122-ე მუხლიც.
„ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი სწრაფად ჩაატარებს გამოძიებას სხვა სამართლებრივი უფლებამოსილების - 301-ე მუხლის - შესაბამისად, რათა გამოიტანოს დასკვნები თავისი სავაჭრო პარტნიორების უსამართლო სავაჭრო პრაქტიკასთან დაკავშირებით და შეეცდება აღადგინოს ორმხრივი ტარიფები, რომლებიც გაუქმდა", - თქვა მან