
ტყუილია, რომ უკრაინაში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მეტი კორუფციაა. ჩვენ გვაქვს კორუფცია, მაგრამ ვებრძვით მას და კარგ საქმეს ვაკეთებთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში კორუფციის შემთხვევებია, მაგრამ მთავრობა ებრძვის მათ და ავითარებს ანტიკორუფციულ ინფრასტრუქტურას.
"ჩვენ კარგად გვესმის: არსებობს მრავალი განსხვავებული რეიტინგი, რომელიც სხვადასხვაგვარად იზომება. არსებობს მრავალი განსხვავებული შემთხვევა და ყველა გონიერი ადამიანი ნათლად ხვდება, რომ ეს პრობლემა გვაქვს. დიახ, ამ ქვეყანაში კორუფციაა და ის გამოაშკარავდება. ის არსებობს. მაგრამ, მოდით, ვიყოთ გულახდილები - ის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს. მე უბრალოდ მინდა, რომ ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეები და ეს ჩვენი ერთ-ერთი სისუსტეა, მაგრამ ამავდროულად არ დავკარგოთ ერთიანობა და პატივისცემა უკრაინის მიმართ და არ ვთქვათ, რომ ეს ჩვენ გვაქვს და სხვებს არა", - ამბობს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა უნიკალურია იმით, რომ არ მალავს თავის პრობლემებს. ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთი გააღვივებს კორუფციის საკითხს უკრაინაზე ზეწოლის განსახორციელებლად და საზოგადოების გასაყოფად.