რეზონანსი
23.02.2026

გიორგი გამსახურდიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწორია, როცა ამბობს, რომ 2008 წლის ომი, რუსეთის მიერ წინასწარ იყო განზრახული, რასაც, მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, მიხეილ

სააკაშვილმა შეუწყო ხელი.

“დათრევენ ეს უდღეურები  კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით.

დიახ, სწორს იძახის ირაკლი როდესაც ამბობს, რომ 2008 წელი რუსების წინასწარ განზრახული საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, შეუწყო ხელი სააკაშვილმა. დიახ, აფრთხილებდნენ აშშ-ის მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც ამ მანიაკს მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ მისმა მანიაკალურმა ჟინმა მაინც თავისი ქნა.

დიახაც, ანწუხელიძე და სხვა გმირები, გმირები არიან, ხოლო სააკაშვილი და მისი ამფსონები გარეწრები და დამნაშავეები. 

ომს და თან უთანასწოროს, მტერ სახელმწიფოსთან, გიგი უგულავას და შენ ხარჭებს რომ ამართინებ, თუნდაც მაგიტომ ხარ დასატოვებელი იქ, სადაც ზიხარ.

რუსეთი კიდევ,თავისთავად მტერია და ოკუპანტია, ისევე როგორც ბალახი მწვანეა და ა.შ.. 

ატრიალეთ ეხლა რამდენიც გინდათ ეგ ქარდები, მიშა რომ ავადმყოფი ავანტიურისტია, მაგას მაინც ვერ გაექცევით”, - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×