რეზონანსი
24.02.2026

"იქნებ ვინმე ადვოკატი დამეხმაროთ ცილისწამებისთვის რომ ვუჩივლო. თან მოწმეები მყავს ვის სახლშიც ვუყურებდი ტელევიზიით ამ მარჯანოვში სააკაშვილთან მივარდნას. Keti Endeladze, ქეთო შენს სახლში რომ ვუყურებდით ამ საოცარ მივარდნას, მე მგონი მოგიწევს სასამართლოში მოყვე. ეს ცალმხრივი, ქოცების ცილისწამებაზე ჩივილების დრო უნდა დამთავრდეს. აქამდე თუ დავიდნენ, გუშინ ძალიან გამიმწარებია ქოცები," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, გია გაჩეჩილაძის საპასუხოდ წერს.

გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში მსახიობზე თქვა, რომ ნანკა კალატოზაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა მარჯანიშვილის თეატრში იმ დროს, როდესაც რუსთაველზე ე.წ. კარვების აქცია მიმდინარეობდა. მისი თქმით, აქციიდან ხალხი მარჯანიშვილის თეატრში მივიდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილი თეატრიდან "გააპარეს".

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ნანკა კალატოზაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშულ ბრალდებაზე აპირებს გია გაჩეჩილაძეს სასამართლოში უჩივლოს.

„კაცი აცაბაცა [უცნობი] განსაკუთრებული სიყვარულით არის ჩემს მიმართ განწყობილი და აუცილებლად შევხვდები მას სასამართლოში... აცაბაცა კაცი აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს“ - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×