|

არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის ფეისბუქ სტატუსის ე.წ სქრინს აქვეყნებს, რომელიც ნიკა გვარამიას “ტვ პირველში” სტუმრობას და მომდევნო არჩევნებისთვის მზადებაზე მის განცხადებას ეხება. მამუკაშვილი პოსტში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში ოპოზიცია ყველა არჩევნებს წააგებს და საინტერესოა, გვარამია როგორ არწმუნებს ხალხს, რომ გამარჯვება შესაძლებელია.
მიქიაშვილი ამბობს, რომ თავად მამუკაშვილი ყველაფრიდან სუფთად გამოდის და სხვებს აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს.
"მაგდა მამუკაშვილი არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე გაიძვერა აქტივისტის სტატუსს. გუშინ, გვარამიამ ტრაპაიძესთან ეთერში თქვა მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას ვიწყებთო და მაგაზე წერს. თითქოს ხომ აქტიურია, ორგანიზატორობასაც ითავსებს, სოციალურ ქსელში 24/7-ზე პოსტავს, ოპოზიციის "კრიტიკოსობასაც" ცდილობს... ამ დროს პატიმრობას რომ თავი დავანებოთ, რაც მის შემთხვევაში არც მომხდარა - ერთხელ დააჯარიმეს და ტირილი დაიწყო პირდაპირ ეთერში, ფული ამიგროვეთო, მეორედ, მანქანა დაუყადარეს და ისევ ტირილი დაიწყო - ბავშვები დამყავს სკოლაში და ფული ამიგროვეთო, გუშინ შუა გზაზე გაჩერებული მანქანის გამო ბენზინი რომ არ მიუცუნცულა ხალხმა მაგაზე ამუნათა ერი. ესენიც უგროვებენ ამ ფულს. თავად ყველაფრიდან სუფთად გამოდის და ამათ, ამ უტვინო ქვასროლიებს - აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს. ახლა რომ ვუფიქრდები შეიძლება მიზანმიმართულიც გამოდის” - წერს მიქიაშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|