რეზონანსი
25.02.2026

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა", - დაწერა მან და ფოტოები გამოაქვეყნა. შორენა ბეგაშვილის რჩეული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 

შორენა ბეგაშვილმა ნიშნობის ამბის გავრცელების შემდეგ კომენტარებისა და გამოხმაურებების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა: 

„ახლა ვკითხულობდი კომენტარებს და მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა, ვინც მომილოცეთ, ვისაც გაგიხარდათ, ვინც მგულშემატკივრობთ მთელი ამ წლების განმავლობაში.

ნიშნობის საჩუქრები არ დამთავრებულა - შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია

პოსტს აქვს 4 მილიონი ნახვა, 45 000-ზე მეტი გადაგზავნა... არ ვიცი, გაუგებარი ამბავია. პატარა ტელევიზია მაქვს ჩემს ინსტაგრამში.

თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც გაუხარდათ კი არა, არ ვიცი, ვენები გადაიხსნეს. მე მესმის თქვენი... მესმის, მაგრამ ძალიან მეზარება ამ ამბავზე რაიმეს თქმა..." - თქვა ვიდეოში ბეგაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×