რეზონანსი
26.02.2026

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას და გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.

„სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული წვლილისთვის ექვსი ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე პატივი მიაგო ჩარლი კირკის ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში, ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა“,- აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×