
ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შესაძლოა ახალ ეტაპზე გადავიდეს - მედიის ცნობით, ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის განახლებულ ბირთვულ დოქტრინას წარადგენს და მოკავშირეებს „ბირთვული ქოლგის" შესთავაზებს იმ ფონზე, როცა ვაშინგტონის სანდოობაზე ევროპაში კითხვები მატულობს.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ორივე ბირთვული ძალაა, ევროპული ქვეყნების უმეტესობა, ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგის შეკავებისას, ძირითადად, შეერთებულ შტატებს ეყრდნობა.
თუმცა, უკრაინის ომმა და ტრადიციული მოკავშირეების მიმართ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრმა პოზიციამ, მათ შორის ნატო-ს წევრი დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის მიტაცების მუქარამ, ევროპის მთავრობები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.
ამ თვის დასაწყისში მიუნხენში გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპის პოტენციურ ბირთვულ შემაკავებელ ძალაზე ბერლინმა საფრანგეთთან მოლაპარაკებები დაიწყო.
შეგახსენებთ, ეს პროცესები იმის ფონზე მიმდინარეობს, როცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ოფიციალური პოლიტიკაა, რომ ევროპა მხოლოდ აშშ-ის იმედზე არ უნდა იყოს და საკუთარი თავი თავადვე უნდა დაიცვას.
კითხვები საფრანგეთის შესაძლებლობებთან დაკავშირებით
„როიტერის" ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები ეჭვქვეშ აყენებენ იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია კონტინენტის დასაცავად საფრანგეთს არსენალის გაფართოება. შეშფოთებას იწვევს ხარჯების გაზიარებაც და საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს გადაწყვეტილებებს.
საფრანგეთი თავის ბირთვულ არსენალის შენარჩუნებასა და მომსახურებაზე წელიწადში დაახლოებით 5.6 მილიარდ ევროს ხარჯავს და ეს არსენალი მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა.
„ევროპისთვის, თუ ნამდვილად გსურთ მარტო წასვლა... თქვენ უნდა შექმნათ საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები. ეს მილიარდობით ევრო ღირს", - განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპარლამენტს იანვარში.
ექსპერტების შეფასებით, ნატო-ს ბირთვული შეკავების ფარგლებში, აშშ სულ დაახლოებით 100 ბირთვულ ქობინს ათავსებს ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში.
კონფლიქტის შემთხვევაში კი ,ამ არაბირთვული ქვეყნების საჰაერო ძალები აშშ-ის ბომბებს, ე.წ. „ბირთვული გაზიარების" დოქტრინის შესაბამისად განათავსებენ.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელბრიჯ კოლბიმ ამ თვეში ბრიუსელში მოკავშირეებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპაში ბირთვული შემაკავებელი ძალების გაფართოებას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი არსენალის მოდერნიზაციაში ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს.
ფრანგი ოფიციალური პირების თქმით კი, პარიზი აშშ-ის „ქოლგის" ჩანაცვლებას, ან ნატო-სთან კონკურენციას არ ცდილობს.
- „ჯერ გვინდა ვნახოთ, რას გვთავაზობს საფრანგეთი... საქმე შეკავების ძალაში არ არის, საქმე ისაა, თუ რამდენად სანდოა ის".
ფრანგიოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ სურთ, ევროპელებმა უკეთ გაიგონ, თუ რისი უზრუნველყოფა შეუძლია ან არ შეუძლია საფრანგეთის დოქტრინას. თუმცა, პარიზი მტკიცედ ამტკიცებს, რომ მისი შემაკავებელი ძალის დაფინანსება მხოლოდ საფრანგეთის პასუხისმგებლობაა, რათა ექსკლუზიური ეროვნული კონტროლი უზრუნველყოს -ვკითხულობთ „როიტერსის" სტატიაში.
საფრანგეთის პოზიციის ძირითადი ელემენტია „სტრატეგიული ბუნდოვანება" იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება გამოყენებულ იქნას ბირთვული იარაღი.
- კაია კალასი: „ჩვენ გვესმის საიდან მოდის ეს დისკუსიები. ისინი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი აღარ არის ის, რაც ადრე იყო.
„ჯერ გვინდა ვნახოთ, რას გვთავაზობს საფრანგეთი... საქმე შეკავების ძალაში არ არის, საქმე ისაა, თუ რამდენად სანდოა ის", - თქვა აღმოსავლეთ ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.
ოფიციალური პირების თქმით, საფრანგეთის ეს ნაბიჯი გამოიწვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ბევრ კითხვის გააჩენს.
„ჩვენ გვესმის საიდან მოდის ეს დისკუსიები. ისინი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი აღარ არის ის, რაც ადრე იყო. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ თუ მთელ მსოფლიოში მეტი ბირთვული იარაღი გვექნება, არ მგონია, უფრო მშვიდ სამყაროში ვიყოთ", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა.
მაკრონის ბირთვული დოქტრინა
ბრეტანში, საფრანგეთის ბირთვული წყალქვეშა ნავების ბაზაზე გამოსვლისას, მაკრონი ბირთვული დოქტრინის შესახებ ტრადიციულ პრეზენტაციას წარადგენს. დოქტრინის მიხედვით, საფრანგეთის პოზიცია მიზნად ისახავს მინიმალური, მაგრამ სანდო არსენალის შენარჩუნებას, რომელიც შექმნილია იმდენად მძიმე დანაკარგების მიყენებისთვის, რომ ნებისმიერი პირველი დარტყმა შეაჩეროს.
„ალტერნატივების განხილვა მოსკოვს გზავნილია", - თქვა ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.
როგორც „როიტერი" წერს, სტრატეგიული ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვის მიერ ბირთვული არსენალის გაფართოებასა და კრემლის მხრიდან ბირთვული რიტორიკის გაძლიერებას უკავშირდება.
ოფიციალური პირების თქმით, ერთი პრინციპი უცვლელი რჩება: მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტს შეუძლია ბირთვული დარტყმის ბრძანება.
„ეს ასეა და ასეც დარჩება", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.