
"დედის კივილი ცას წვდებოდა... ღმერთს ეხვეწებოდა შვილი დამიბრუნეო. მამა მისი კუთხიდან - სამცხედან ჩამოსულ უთვალავ ხალხს წინ დაეყენებინა და მის მძიმე ნაბიჯებს აყოლოდა. ზღვა ხალხი მდუმარედ ვიდექით და ვერაფერს ვშველოდით. დღეს დაკრძალეს ჩვენი მეგობრის შვილი, რომელიც წინა კვირას ცეცხლში დაიწვა," - წერს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში გუშინ, 21 თებერვალს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. "ჰონდას" მარკის ავტომობილი, რომელშიც ხუთი მოზარდი იჯდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავარიის დროს მანქანიდან გადმოვარდა ორი მოზარდი და ბავშვებმა სხვადასხვა სახის მოტეხილობები მიიღეს, სამწუხაროდ, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვეღარ შეძლო სამმა მოზარდმა და ისინი დაიღუპნენ. დაღუპულია ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ისინი ერთმანეთის დეიდაშვილები არიან, საბა წნორიაშვილი, მერაბ შინჯიკაშვილი და მათი ბიძაშვილი გვანცა.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში საღამოს, 10:00 საათზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები, მაგრამ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მოზარდების გადმოყვანა ვეღარ შეძლეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე