რეზონანსი
28.02.2026

პროსტიტუციის ხელშეწყობით დაკავებულმა მომღერალმა ხატია წერეთელმა (იგივე ირმა კურტანიძემ) საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა. იგი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში საუბრობს იმ ემოციებზე, რომელიც ციხეში ყოფნის დროს ჰქონდა.

„კარების ბრახუნი, იკეტები...  მისჯის შემდეგ გადადიხარ ზონაზე, დღეში ერთხელ გიწევს  გასეირნება. რომ შევედით საკანში ვიყავით ოთხი, პირველი დაძინება იყო რამდენიმე დღის შემდეგ. ჩემმა შვილმა ზუსტად იცის რისი გამკეთებელი ვარ და რისი - არა. ციხემ ბევრი რამ მასწავლა, ნებისმიერ სიტუაციაში გადავრჩები.  ვაღიარებ, რომ ციხეში მოხვედრა ყოველთვის მაინტერესებდა“, - ამბობს ხატია წერეთელი გადაცემის ანონსში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×