რეზონანსი
02.03.2026

ფეხ­ბურ­თელ ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ინფლუ­ენ­სე­რი გვან­ცა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დუ­ბა­ი­ში იმ­ყო­ფე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მძი­მე ღა­მე­ზე ჰყვე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად წა­სუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რი მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა

"გა­დავ­წყვი­ტე წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ჩემი და­ბა­დე­ბის დღის­თვის დუ­ბა­ი­ში. ვთქვი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე მინ­დო­და ჩემს დას­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად...

ძა­ლი­ან მძი­მე ღამე გვქონ­და წუ­ხელ. მთე­ლი ღამე იყო სი­რე­ნე­ბის ხმა, გაქ­ცე­ვა, გა­მოქ­ცე­ვა, და­მალ­ვა. პარ­კინგზე ვი­ყა­ვით ჩა­კე­ტი­ლე­ბი, შემ­დეგ ავე­დით ნო­მერ­ში, ისევ ჩა­ვე­დით. მთე­ლი ღამე დავ­რბო­დით წინ და უკან. რა გა­ცი­ნებ­სო მწე­რენ და მა­შინ უნდა ვი­ტი­რო და ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ არ ვნერ­ვი­უ­ლობ, მე ვარ აქ, თო­რემ ვინც წერს, სახ­ლშია თბი­ლად კლა­ვი­ა­ტუ­რას­თან. მწე­რენ, რა გა­ცი­ნებს, ხალ­ხი იხო­ცე­ბა, კი აგერ ჩემს გვერ­დზე ვარ­დე­ბა ბომ­ბე­ბი, ხან გავ­რბი­ვართ, ხან ვი­მა­ლე­ბით, გა­აჩ­ნია ვინ რო­გორ გა­მო­ხა­ტავს ემო­ცი­ას.

აღარც დას­ვე­ნე­ბა მინ­და, აღარც და­ბა­დე­ბა. ახ­ლა­ხან ბურჯ ხა­ლი­ფას­თან იყო აფეთ­ქე­ბა", - ამ­ბობს ვი­დე­ო­ებ­ში გვან­ცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×