ნატალია ჯვარიძე
02.03.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის ექვსივე წევრი კატაპულტირდა და სტაბილურ მდგომარეობაში არიან.

„სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების" მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რომელიც მოიცავდა თავდასხმებს ირანული თვითმფრინავები, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდეს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა", - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

„ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი და მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისთვის და მათი მხარდაჭერისთვის ამ მიმდინარე ოპერაციაში", - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ორ სავარაუდო ვარიანტს განიხილავს და ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ შესასწავლია.

„ეს საკითხი ბოლომდე გამოკვლეული არ არის. შესაძლოა ირანმა ჩამოაგდო და ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ქუვეითის მხრიდან მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ქუვეითის ხელისუფლებას ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია.

მეორე ვარიანტი არის ის, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები, ვინ გადაადგილდებოდა ქუვეითის საჰაერო სივრცეში. აუცილებლად შეტყობინება უნდა გაგზავნოდათ, რომ ამერიკის თვითმფრინავები გადაადგილდებოდნენ ქუვეითის საჰაერო სივრცეში.

შემდგომ აღნიშნული სახელმწიფოს სტრუქტურები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციისა და ანტისაჰერო სისტემების დეპარტამენტები იმოქმედებდნენ და თავიდან აირიდებდნენ ამ შემთხვევას",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×