რეზონანსი
03.03.2026

ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათში ისრაელის საავადმყოფოებში 289 დაშავებული მოქალაქე გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მათგან 19 საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ, ხოლო 258-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რვა ადამიანს შფოთვითი აშლილობის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდა.

საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ საავადმყოფოებში სულ 1050 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 120 ამჟამად საავადმყოფოში ან სასწრაფო დახმარების განყოფილებაშია, დანარჩენებს კი მკურნალობა ჩაუტარდათ და გაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×