
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალმმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალა და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ლიბანის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ჰეზბოლამ“ ირანს მხარი დაუჭირა და ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა.
„ვაცხადებთ, რომ „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა ეკრძალება, ჩვენ აგრეთვე მას პოლიტიკურ ცხოვრებასაც ვუზღუდავთ“, - განაცხადა სალამმა.
მან აღნიშნა, რომ ლიბანის მთავრობისთვის მიუღებელია ნებისმიერი სამხედრო მოქმედება, რომელიც ქვეყნის კანონებს სცილდება.
ლიბანის პრემიერმა დასძინა, რომ ამიერიდან „ჰეზბოლას“ სამხედრო აქტიურობა კანონგარეშედ ცხადდება. მან ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა აღკვეთონ ნებისმიერი თავდასხმა, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან მომდინარეობს.