რეზონანსი
03.03.2026

ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ამერიკაში დაგეგმილ სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაესწრება. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შესაძლებლობა გამოსაყენებელია და ქართველ კოლეგებს წარმატება უსურვა.

„ნელი ნაბიჯით, მაგრამ საკმაოდ კარგად და სტაბილურად მივდივართ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობების გადახალისებისკენ. სუვერენულ სახელმწიფოთა კონფერენცია, რომელზეც ჩემი კოლეგები მონაწილეობას იღებენ, არის ძალიან კარგი საშუალება, რომ აშშ-ში ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებთან, ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან, ვინც ამერიკული პოლიტიკის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, გარკვეული კომუნიკაცია გვქონდეს და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც სამწუხაროდ გარე ძალები და სხვადასხვა გავლენის ადამიანები უქმნიან საქართველოს. თითოეული ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელია და წარმატებები ჩემს კოლეგებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები იქნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; დაესწრებიან კონფერენციასაც, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×