რეზონანსი
03.03.2026

დიდი ბრიტანეთი კვიპროსში სამხედრო გემს გზავნის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა.

კირ სტარმერის თქმით, თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც კვირას, კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„ჩვენ ყოველთვის დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ", - განაცხადა სტარმერმა.

სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთი კვიპროსში დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების მქონე ვერტმფრენებსა და სამხედრო გემს, HMS Dragon-ს გაგზავნის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×