
საქართველოსათვის 9-წლიანი ჯოჯოხეთის მომწყობთა 9 პარტიად გაერთიანების ფონზე, გაგვახსენდება, რომ დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივ კომედიაში" ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა, მე-9 წრეში კი მოღალატეები და გამყიდველები ხვდებიან, ანუ ზუსტად ისეთები, როგორებიც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები არიან- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
ის ოპოზიციის გაერთიანებას ეხმიანება და სიმბოლურ აქტად მიიჩნევს, რომ “9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები 9 პარტიად გაერთიანდნენ”.
"სიმბოლურია, რომ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები 9 პარტიად გაერთიანდნენ. საქართველოსათვის 9-წლიანი ჯოჯოხეთის მომწყობთა 9 პარტიად გაერთიანების ფონზე, ალბათ, გაგვახსენდება, რომ დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივ კომედიაში" ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა, მე-9 წრეში კი მოღალატეები და გამყიდველები ხვდებიან, ანუ ზუსტად ისეთები, როგორებიც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები არიან. ცხადია, 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია და ახლა ცდილობენ განმეორდნენ, როგორც ფარსი, მაგრამ - ამაოდ, რადგან საქართველოს მოსახლეობის აბსლუტური უმრავლესობის უზენაესი ნებაა, რომ მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმი აღარასოდეს აღადგინოს”, - წერს ხუბუა.