
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი რთული ვითარების გამო, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ თემას სოციალურ ქსელში თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა, რომელიც სტამბოლის გავლით თბილისში მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად ბრუნდება. მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ჩარტერული რეისების ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ ომანიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა უსაფრთხოდ ხორციელდება.
საშიშ ზონაში იმყოფებოდა ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილიც. მან აბუ-დაბიში გატარებულ მძიმე წუთებსა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებაზე მედიასთან ისაუბრა. კომენტარში აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია ოპერატიულად შეძლო:
"ჩვენ ვიმყოფებოდით აბუ-დაბიში. ქალაქში სიტუაცია მშვიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ხმები მუდმივად გვესმოდა. მშვიდობით დავბრუნდით. ერთადერთი ქვეყანა ვიყავით მე მგონი, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია".
შეგახსენებთ, რომ რეგიონში დაძაბული ვითარების გამო, საქართველოს საგარეო უწყება და მთავრობა კვლავ განაგრძობენ მუშაობას მოქალაქეების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
ambebi.ge