რეზონანსი
04.03.2026

გამოცემა „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ევროკავშირი უკრაინაში რუსული ნავთობსადენის - „დრუჟბას“ ინსპექტირებას ითხოვს.

გამოცემა წერს, რომ ბრიუსელი კიევისგან საწვავის ტრანზიტის აღდგენას მოითხოვს, ხოლო უკრაინა ირწმუნება, რომ ნავთობსადენი დაზიანებულია და ამის გამო ვერ ხერხდება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის საწვავის მიწოდება.

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ნავთობსადენის გამო, ბრიუსელისა და კიევის დავა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტისას, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ფონზე გამძაფრდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×