რეზონანსი
05.03.2026

 ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიოტობა და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

"ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. გამოვთქვი საქართველოს სოლიდარობა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიოტობა და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას", - აღნიშნავს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×