
„რაც პანკისში მოხდა, ჩატაევი რომ შემოეპარათ ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? და ეს ხალხი გვიტრიალდება, რომ თქვენ „ნაცები“ ხართო, ეს გახარიას „აპარატჩიკი“ არარაობები საერთოდ, გაქცეული კურდღლის ჩვეულებრივად“- ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს.
ჩერგოლეიშვილი „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის წარსულსაც იხსენებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო.
„უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩაყრაზე პასუხისმგებელი რომ არის, ადამიანების თვალების დათხრაზე და გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებაზე პასუხისმგებელი რომ არის. რაც პანკისში მოხდა, ჩატაევი რომ შემოეპარათ ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? და ეს ხალხი გვიტრიალდება, რომ თქვენ „ნაცები“ ხართო, ეს გახარიას „აპარატჩიკი“ არარაობები საერთოდ, გაქცეული კურდღლის ჩვეულებრივად. ეს ხალხი გვაბრალებს, რომ ჩვენ, „ნაცები“ გავერთიანდით და ა.შ. ტატა ხვედელიანს ისევ „ქოცებმა“ ამოუგდეს ლადო ვარძელაშვილის სტუდენტურ თვითმმართველობაში რომ იყო „ნაცების“ დროს, რასაც „ტაბულა“ თავს ესხმოდა. თქვენ რომ დაძებნოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სტუდენტურ თვითმმართველობებზე რას ვწერდით, და ამ დროს, ტატა ხვედელიანი რომ მიტრიალდება და შენ ნაცი იყავიო მაშინ, როდესაც სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო ჩაწერილი და იძახდა, ეს მომწონსო, ისევ „ქოცები“ უვრცელებენ ვიდეოს, ხომ უნდა გაჩერდე, რაღაც კლასი ხომ უნდა გეყოს“ - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.