რეზონანსი
07.03.2026

თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.

მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. საქართველოში ისრაელის ელჩსა და საელჩოს კი რადგან ანდაზები ყვარებიათ („მეგობარი გასაჭირში იცნობაო“), კიდევ ერთ ანდაზას - „ნამუსიც კარგი საქონელიაო!“, შევახსენებდი“, - წერს ხუბუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×