
ეპშტეინის სკანდალური მასალები და მთავარი კითხვები - წარსდგება თუ არა შტატების 42-ე პრეზიდენტის შემდეგ, მოქმედი, 47 პრეზიდენტიც ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე? კითხვებს აჩენს 10-თ გვერდიანი ახალი მასალაც.
ჯეფრი ეპშტეინის გახმაურებულ საქმზე, რომლის დანაშაულის მასშატებები ამერიკის ფარგლებს სცდება, იუსტიციის დეპარტამენტმა ახალი, 10 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია 2019 წელს ჩაწერილი ინტერვიუების სერია დაზარალებულ ქალთან, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 6-მილიონანი დოკუმენტაციის შესწავლა გრძელდება.
ახალ ფაილებში ნახსენებია ამერკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტიც. შტატების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატიული პარტიის წევრი, რობერტ გარსია კი აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დონალდ ტრამპიც უნდა მივიდეს.
კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე აშშ-ის გენერალური პროკურორიც დაიბარა. პამ ბონდის გამოკითხვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის დეპარტამენტი ეპშტეინის დანაშაულებისა და ამსასხველი დოკუმენტების დაფარვაში დაადანაშაულეს. ფაილებთან წვდომა კი, კომიტეტის ინფორმაციით, სწორედ ბონდის ჰქონდა.
მანამდე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტომა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტომა უპასუხეს. დაკითხვის ჩანაწერები 3 მარტს გამოქვეყნდა. კლინტონებმა თითქმის ოთხ საათიანი საუბრის განმავლობაში არაერთხელ უარყვეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ.
ამ დრომდე, ჯეფრი ეპშტეინის საქმის 6 მილიონიანი მასალიდან მხოლოდ ნახევარი, სამი მილიონი დოკუმენტია გამოქვეყნებული. საზოგადოებამ უკვე იხილა 2000-მდე ვიდეო და 180 000 ფოტო-მასალა. უკვე გამოიკითხა არაერთი ცნობილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. საქმესთან დაკავშირებით დაკავებული იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი და შტატებში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი.
მალე ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე წარსდგება და კომიტეტის კითხვებს უპასუხებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი.