
ლიკა კუჭუხიძე, რომელიც გასული წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსებს, რომლითაც ამავე ავარიის შედეგად გარდაცვლილ მეუღლეს, ბაჩო ლასარეიშვილს მიმართავს.
"დღეს ერთმა გვერდმა, ძალიან გამახარა და გამომიგზავნა განსაკუთრებული სასმისი. რითაც ჩემი ბაჩიას სადღეგრძელო უნდა დავლიოთ. შეიძლება ბევრისთვის უბრალო ნივთია ეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან ძვირფასი ნივთია. დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის და სითბოსთვის, უფალი გფარავდეთ. შენ კი ჩემო ბაჩია იქ გაგიმარჯოს სადაც ხარ… მე შენი მოგონების სადღეგრძელოს არასდროს დავლევ, შენ ჩემთვის სულ ცოცხალი იქნები“, - წერს ლიკა კუჭუხიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე