რეზონანსი
09.03.2026

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. პროფესიით ექიმი, 38 წლის გურამ შინჯიკაშვილი, ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს.

ახლობლების ინფორმაციით, ის ქართველებთან ერთად მუშაობდა. დილით ტრაილერი დატვირთა, საღამოს კი აღარ გამოჩნდა. მეგობრებმა სატვირთოს შუშები ჩაამტვრიეს და მის ცხედარს მიაკვლიეს.

მათივე ვერსიით, სავარაუდოდ მამაკაცს ჩაეძინა, ჩართული დარჩა ღუმელი, რის შედეგადაც გაიგუდა.

მეგობრები შინჯიკაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებისათვის დახმარებას ითხოვენ. პროცესებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს ჩართვა იგეგმება.

წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×