ნატალია ჯვარიძე
09.03.2026

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აითოლა ალი ხამენეის ვაჟი დასახელდა. დასავლური მედიის თანახმად, აითოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, 56 წლის სასულიერო პირია, რომელსაც არასდროს ჰქონია სამთავრობო თანამდებობა. ირანის უზენაეს ლიდერს სახელმწიფოს ყველა საკითხში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის. გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საბჭოს 88 წევრი იღებს.

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი შაბათს, 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დროს დაიღუპა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ხამეინის ვაჟი იგივე პოლიტიკას გააგრძელება, რასაც მამამისი.

„ხამეინის ვაჟი საჯარო ფიგურა არ ყოფილა, მაგრამ, რაც მასზე ცნობილია, საკმაოდ მკაცრი და კონსერვატორია. ალბათ, ისიც იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც მამამისი აკეთებდა.

მეორე ვარიანტია, რომ თავის ხედვებს გადახედოს და მიხვდეს, რა საფრთხის წინაშეა ირანი. გამორიცხული არ არის სხვა ქვეყნების დახმარებით ამერიკასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. მაგალოთად, ისრაელის სახელმწიფო აღიაროს და ამის სანაცვლოდ ხელისუფლება შეუნარჩუნდება. რაც მთავარია, ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას.

თუ ასე მოიქცევა, მაშინ შესაძლოა ამერიკამ აიტანოს ასეთი რეჟიმი. ისინი თავიანთი ხალხისთვის სასტიკი იქნებიან, მაგრამ მსოფლიოსთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მესამე, უარი უნდა თქვას პროქსი ძალებზე ირანის გარეთ - იემენში, ლიბანში, ერაყში და სირიაში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×