
შესაძლოა აშშ-მა ირანში სამხელეთო ოპერაცია დაიწყოს, ამას "საჭიროების შემთხვევაში", არც თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამორიცხავს და გარკვეული ინდიკაციებიც იკვეთება. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, თუ ოპერაცია დაიწყო, ხმელეთზე მისი მიზანი იქნება სამხედრო და ენერგოობიექტების დაკავება.
ნაწილი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ თუ სახმელეთო ოპერაციას ტრამპია ხელი მოაწერა, ეს ნიშნავს, რომ აშშ ისეთ კონფლიქტში ერთვება, "რომლიდანაც გამოსვლა რთული იქნება".
"ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინაში განლაგებული აშშ-ს ელიტური 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც სპეციალიზრებულია სამხელეთო ბრძოლებისა და სხვა მძიმე მისიებისთვის ბოლო დღეებში მოულოდნელად გააუქმა ელიტური სადესანტო დანაყოფის შტაბ-ბინის ძირითადი სასწავლო წვრთნები, რამაც თავდაცვის დეპარტამენტში გააღვივა ვარაუდები იმის შესახებ, რომ შესაძლოა დივიზია ახლო აღმოსავლეთში გაგზავნონ სახმელეთო ბრძოლებისთვის.
დაიწყებს თუ არა აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციას
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ეს იქნება ომის მესამე ფაზა, რომლის მიზანიც ენერგო და სამხედრო ობიექტების დაკავება იქნება.
"თუ ოპერაცია დაიწყო, სადესანტო დივიზია გადავა აშშ-ს იმ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ირანთან უფრო ახლოსაა. ალბათ საუბარია იმ სპეციალური სიღრმისეული დაზვერვის ოპერაციის განხორციელებაზე, რომლის ძირითადი მიზანი იქნება ირანის სტრატეგიული სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტების დაკავება. მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში გამდიდრებული ურანის მასალების ხელში ჩაგდება.
"ამ ორი მიმართულების დაკავება შეზღუდავს ირანის, როგორც ენერგეტიკულ, ისე სტრატეგიული ბირთვული იარაღის შექმნის სრული ციკლის დასრულებას. ამ ოპერაციას მომზადება სჭირდება და ალბათ შეიძლება დაიწყოს მესამე ფაზაში. ახლა მეორე ფაზა სრულდება და მაქსიმუმ 3-4 დღე გაგრძელდეს. შესაძლოა მხარეებმა ტაიმ-აუტი აიღონ და მერე მესამე ფაზა დაიწყოს.
- ვახტანგ მაისაია : "საუბარია იმ სპეციალური სიღრმისეული დაზვერვის ოპერაციის განხორციელებაზე, რომლის ძირითადი მიზანი იქნება ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში გამდიდრებული ურანის ხელში ჩაგდება"
"მესმის, რომ დივიზიის განლაგებას დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ საჭიროა გადასროლა-განთავსება, თანაწყობის პირობების შექმნა, ამას სულ მცირე 2 კვირა მაინც უნდა. თუ ომის მესამე ფაზა დაიწყო, ეს იქნება მაქსიმუმ სამ კვირაში. ტრამპი სახმელეთო ოპერაციას არ გამორიცხავდა და მაღალი ალბათობით გადაწყვეტილებაც მიღებულია",- განაცხადა მაისაიამ.
ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციის წამოწყება - ეს ის სცენარია, რომელიც ირანს აწყობდა.
"ეს პრაქტიკულად ის სცენარია, რაც ირანს უნდოდა. ამას (სახმელეთო ოპერაციას) ამ მომენტისთვის ოფიციალურად არავინ არ ადასტურებს. როგორც ვხვდები, გარკვეული შიდა საუბრები ჯერ კიდევ მიმდინარეoბს.
"ფაქტია, აშშ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ეგონა, რომ საჰაერო თავდასხმები საკმარისი იყო, ამან გამოიწვია, რომ სარაკეტო თავდასმების შედეგად მისი რეპუტაცია საკმაოდ შეირყა. მისი მოკავშირეები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ამერიკული ბაზა პრაქტიკილად თავდაცვითი ელემენტია, აღმოჩნდა, რომ პირიქით, ისინი არიან სამიზნეები.
- ნუკრი შოშიაშვილი: "ეს ტრამპზეა, თუ ამას ხელს მართლა მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ აშშ ისეთ კონფლიქტში ერთვება, რომლიდანაც გამოსვლა წარმოუდგენელია, ასეთი გამოცდილება აქვს თუდაც ერაყში, ავღანეთსა და ვიეტნამში"
"ჩიხური მდგომარეობაა, ტრამპი ელოდებოდა, რომ მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის შემდეგ, ირანი მოლაპარაკებებს თვითონ მოითხოვდა, ახლა აღმოჩნდა რომ ეს ასე არაა. ირანის პოზიცია მკაფიოა, ის მოლაპარაკებებზე არ მიდის, პირიქით, ის მთლიანად ამ ომზეა გადართული.
"ძნელია საუბარი როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ეს ტრამპზეა დამოკიდებული. თუ ის ამას ხელს მართლა მოაწერს, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ აშშ ისეთ კონფლიქტში ერთვება, რომლიდანაც გამოსვლა აბსოლუტურად წარმოუდგენელი და რთულია, ასეთი გამოცდილება აქვს თუნდაც ერაყში, ავღანეთსა და ვიეტნამში.
"სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, აშშ-ს დანაკარგი გაცილებით დიდი იქნება, მეორე, თვითონ ირანელები ამით საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებს აგვარებენ, ისინი თავდაცვით არეალში გადადიან და იმ არეალში, სადაც აშშ-ს საკმაოდ ძვირი უჯდება და აღმოჩნდა, რომ ის მორალურად მზად არაა ამხელა თანხები დახარჯოს. ვიეტნამის ომის დროს მთავარი პრობლემა არა საბრძოლო მოქმედებები, არამედ შიგნით იყო, რადგან აშშ-ს ეკონომიკას სერიოზულად დაეტყო", - განაცხადა შოშიაშვილმა.
რას წერს "ვაშინგტონ პოსტი"
"ვაშინგტონ პოსტმა" 6 მარტს დაწერა, რომ ელიტური 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც სპეციალიზრებულია სამხელეთო ბრძოლებისა და სხვა მძიმე მისიებისთვის, გეგმების მოულოდნელი ცვლილების შემდეგ ახალ ბრძანებებს ელოდება.
წყარო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დივიზიამ ბოლო დღეებში მოულოდნელად გააუქმა ელიტური სადესანტო დანაყოფის შტაბ-ბინის ძირითადი სასწავლო წვრთნები, რამაც თავდაცვის დეპარტამენტში გააღვივა ვარაუდები იმის შესახებ, რომ შესაძლოა დივიზია ახლო აღმოსავლეთში გაგზავნონ სახმელეთო ბრძოლებისთვის.
82-ე დივიზია ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრაგშია განლაგებული, რომელიც მოიცავს 4-დან 5-ათასამდე ჯარისკაცს, რომელიც მზადაა 18 საათით ადრე განლაგდეს ისეთი მისიებისთვის, როგორიცაა აეროდრომებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაკავება. ასევე, აშშ-ს საელჩოების გაძლიერება და საგანგებო ევაკუაციების უზრუნველყოფა.
"ვაშინგტონ პოსტის" თანახმად, იფიციალური პირების თქმით,(ანონიმურობის დაცვით) პარასევის (6 მარტის) მდგომარეობით დივიზიის განლაგებაზე ბრძანება არ გაცემულა.
თუმცაღა, გეგმის მოულოდნელი ცვლილების გამო, შტაბის თანამშოპომლებმა ქვედანაყოფს ურჩიეს ლუიზიანას შტატში ფორტ პოლკში წვრთნებში მონაწილოების ნაცვლად, ჩრდილოეთ კაროლინაში დარჩენილიყვნენ.
„ჩვენ ყველა რაღაცისთვის ვემზადებით - ყოველი შემთხვევისთვის", - თქვა საკითხთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
დანაყოფის ოფიციალურმა პირებმა კითხვები პენტაგონს გადასცეს, საპასუხოდ უწყებამ მოკლე განცხადება გაავრცელა, რომელშიც დეტალების გახმოვანებაზე უარი თქვა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლებმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებს ზედამხედველობს, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიე დღის წინ ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა "თუ ამის საჭიროება დადგება".