ტრამპი: „ძალიან მცირე ფასია აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის"
მარიამ ვეკუა
09.03.2026

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რეკორდული ზრდის გამო, „დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები დღეს საგანგებო შეხვედრას მართავენ, რათა განიხილონ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კოორდინაციით 300 მილიონი ბარელის საგანგებო ნავთობის ერთობლივი გამოშვების შესაძლებლობა. გავლენიანი გამოცემები წერებ, რომ გადაწყვეტილება მოწმობს მსოფლიო ახალი დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

„დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები დღეს დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად რეზერვების შესაძლო ერთობლივ გამოყენებაზე იმსჯელებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნავთობის რეზერვებს კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ჯგუფის 32 წევრი კი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს ნავთობის ფასების კრიზისისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ფარგლებში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობის რეზერვების შესაძლო ერთობლივი გამოყენების მიმართ მხარდაჭერა უკვე გამოხატა „დიდი შვიდეულის" სამმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა,

კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასების ზრდა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის „უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის" „ძალიან მცირე ფასია"

  • მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

„მოკლევადიანი ნავთობის ფასები, რომლებიც ირანის ბირთვული საფრთხის განადგურების დასრულების შემდეგ სწრაფად დაეცემა, ძალიან მცირე ფასია აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ძალიან მცირე ფასია მხოლოდ სულელები იფიქრებდნენ სხვაგვარად!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასების ზრდამ გლობალური ეკონომიკური ეფექტი გამოიწვია - გაჩნდა ინფლაციის ახალი ტალღის საფრთხე, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს ეკონომიკას გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს.-ვკითხულობთ ფაიანენშალტაიმსის სტატიაში.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 100 დოლარს (75 ფუნტს) გადააჭარბა და დღეს დილით ერთ მომენტში 120 დოლარსაც მიაღწია, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია „დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შესახებ. განხილვის საგანი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კოორდინაციით საგანგებო რეზერვებიდან 300 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვება გახდა,წერს ბიბისი.

ამ შესაძლო გადაწყვეტილებაზე გავრცელებულმა ინფრომაციამ ფასების ზრდა გარკვეულწილად შეანელა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პარასკევის დახურვის მაჩვენებელს და კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ბევრად მაღალია.

ეს გასაკვირი არ არის, რადგან სპარსეთის ყურეში ნედლი ნავთობის მილიონობით ბარელია გაჭედილი, ხოლო რეგიონის ქვეყნების უმეტესობა საუკეთესო შემთხვევაში წარმოების შენელებაზე, უარეს შემთხვევაში კი ფორსმაჟორის გამო წარმოების სრულ შეჩერებაზე საუბრობს.-

თუმცა 300 მილიონი ბარელი მართლაც უზარმაზარი მოცულობაა. ეს ორჯერ მეტია იმ რეკორდულ ინტერვენციაზე, რომელიც 2022 წლის აპრილშიუკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განხორციელდა. მსგავსი სტრატეგიული რეზერვები ისტორიაში მხოლოდ ხუთჯერ გამოყენებულა.-ვკითხულობთ ბი-ბი-სის სტატიაში.

თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, ეს მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით მეოთხედის გამოშვებას ნიშნავს. თუმცა ამას ასევე შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი ნავთობის შოკიც გამოიწვიოს.

ნავთობის მარაგები

საგანგებო ნავთობის მარაგებიენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შექმნის ფარგლებში 1974 წელს შეიქმნა , ეს მოხდა არაბთა ნავთობის ემბარგოს შემდეგ, რომელმაც ნავთობის ფასები მკვეთრად გაზარდა და დასავლეთში საწვავის მასიური დეფიციტი გამოიწვია.

მარაგები შექმნილია იმისთვის, რომ დიდ ქვეყნებს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული შოკების საპასუხოდ სწრაფი რეაგირება შეეძლოთ.

გასულ სამშაბათს, IEA-მ საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა ნავთობის მომარაგების კრიზისთან გასამკლავებლად შესაძლო განეხილა. შეხვედრისთვის მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, სააგენტო „მზად არის მოქმედებისთვის ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×