რეზონანსი
09.03.2026

 საქართველოს ფიგურულ ციგურაობას პირველი მედალი სწორედ ბერულავა-მეტელკინას წყვილმა მოუტანა. ვერცხლის მედლის შემდეგ, დღეს, უკვე ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, ღირსების ორდენები ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებსაც გადასცა.

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა სპორტულ წყვილებში უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ოქროს მედალი მხოლოდ იაპონიის წარმომადგენლებს დაუთმო. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი მედალი საქართველოსთვის დიდი წარმატების დასაწყისია.

ფულადი ჯილდო გადაეცათ ფიგურული ციგურაობის ნაკრების სხვა წევრებსაც - ნიკა ეგაძემ და ანასტასია გუბანოვამ სახელმწიფოსგან 50 000 - 50 000 ლარი მიიღეს. მთავრობის მეთაურისგან სპორტსმენებმა სამომავლო მხარდაჭერის პირობაც მიიღეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ფულად ჯილდოებს პარალიმპიელებსაც გადასცემენ.

სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს სპორტული სამყაროს იმ წევრებმაც, რომლებმაც საქართველოს ისტორიული სპორტული შედეგების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

მიზანი მიღწეულია - საქართველომ 2026 წლის ოლიმპიადაზე ისტორია დაწერა და მსოფლიო ასპარეზზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×