რეზონანსი
10.03.2026

თელავში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი, გარდაცვლილი ტიკტოკერი მარის დედაა შემთხვევა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზატკეცილზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა.

"პირველადი დათვალიერებით არის ზედა კიდურის მოტეხილობა. ამ წუთებში პაციენტს დამატებითი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა”, - განაცხადა თელავის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×