რეზონანსი
10.03.2026

აჩიკო და მისი მეუღლე, მომღერალი გვანცა ჯაფარიძე პატარა თემის მშობლები გახდნენ. წყვილს შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა, თუმცა ეს სიახლე საზოგადოებისთვის ახლა გახდა ცნობილი.

წყვილმა 2019 წელს იქორწინა. მაშინ აჩიკო გულედანი 45 წლის იყო, გვანცა - 25-ის. გვანცა ცნობილი კონკურს "საქართველოს ვარსკვლავიდან" გახდა, მიმზიდველმა გოგონამ მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, თუმცა მოდელობას თავი მალევე დაანება და სიმღერასთან ერთად პიარ-მარკეტინგულ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა კომპანიაში.

გვანცასთვის ეს პირველი ქორწინებაა, აჩიკოსთვის კი - მეორე. მისი პირველი მეუღლე ჟურნალისტი და ცნობილი რადიოწამყვანი ნინი ბუკია გახლდათ, რომელმაც შემდეგ პიარში გადაინაცვლა. აჩიკოს და ნინის ორი შვილი ჰყავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×