რეზონანსი
10.03.2026

გთხოვთ, შეწყვიტეთ თვალთმაქცობა. თქვენ კარიერა ისტორიის არასწორ მხარეს დგომით შეიქმენით - ოკუპაციისთვის, გენოციდისა და სისასტიკეებისთვის მწვანე შუქის ანთებით, ახლა კი „ათეთრებთ“ აშშ-ისრაელის აგრესიასა და ირანელების წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს, - ასე მიმართავს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაგაი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.

„სად იყო თქვენი ხმა, როდესაც 165-ზე მეტი უდანაშაულო ირანელი პატარა ანგელოზი მოკლეს ქალაქ მინაბში? რატომ არაფერს ამბობთ, როდესაც საავადმყოფოებს, ისტორიულ ადგილებს, ნავთობის ობიექტებს, დიპლომატიური პოლიციის შტაბ-ბინას, სახანძრო სადგურებსა და საცხოვრებელ უბნებს ბოროტად ესხმიან თავს? უკანონობისა და სისასტიკის წინაშე დუმილი სხვა არაფერია, თუ არა თანამონაწილეობა“, - წერს ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ „არ უნდა დაიღვაროს ცრემლები ირანის რეჟიმისთვის, რომელმაც სიკვდილი და რეპრესიები მოუტანა საკუთარ ხალხს“.

„მათ 17 000 საკუთარი ახალგაზრდა დახოცეს. ამ რეჟიმმა კი რეგიონში განადგურება და დესტაბილიზაცია გამოიწვია. ირანელი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ღირსებას და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლებას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×