რეზონანსი
11.03.2026

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი მოცულობით მიმართვას ავრცელებს:

„სასოწარკვეთილების მორიგი ტალღა გადადის ჩემს თავზე. იმედი და შინაგანი ენერგია, რომელსაც რაღაც ნიშნულამდე მოვყავარ ხოლმე, სადღაც მეწურება. ამ მოცემულობას შინაგანი ქიმიური ბალანსის მორღვევაც მოჰყვება და თუ მზიანი ამინდებიც კი ვეღარ მიწყობს ხელს, მთლად წასულია ჩემი საქმე.

მაგრად ვეჭიდავები ამ ქვეყანას და ჩემს თავს ქვეყანაში, სადაც თითქოს ჩემი ადგილი აღარც არის.

უკვე ყოველგვარ გონივრულ, რამენაირად განჭვრეტად ვადაზე ბევრად დიდი ხანია, რაც ფაქტობრივად, უშემოსავლოდ ვარ და ჩემი მოცემულობა მინუს რიცხვებში მიდის კატასტროფული სისწრაფით. არადა, რა ამაყი ვარ, ნეტა იცოდეთ, იმით, თუ როგორ კარგად შემიძლია ურესურსოდ ცხოვრებაც, ნუ არსებობა მაინც. მართალია, ტამპონს დაქალი მაძლევს, საჭმელს პენსიონერი მშობლები ან მეგობრები მაჭმევენ, ავტოსტოპით დავდივარ სახლიდან თბილისში, ცუგების საჭმელი მეზობელს მოაქვს და წელს ამაზე ნერვიულობაც არ მომწევია, მაინც, სხვების დახმრებით და ჩემი უკიდურესად დაწეული ცხოვრების სტანდარტით რაღაცნირად გავდივარ ფონს. სულ მადლობებს ვუხდი სამყაროს ამ თანადგომის გამო. უნდა ვაღიარო, რომ სადღაც სასიმოვნოც აღმოჩნდა იმის ცოდნა, რომ თუ აუცილებლობა მოითხოვს, გარემო არ გამწირავს და დახმარების მიღებაც მოსულა. უბრალოდ მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა ასეთი ყოფა.

ყველაზე მძიმე ამბავი ვალებია. დანარჩენს მართლა ყველაფერს გავუძლებ, სიღარიბეში გაზრდილი ბავშვი ვარ, ყველანაირ ფინანსურ, თუ ლოჯისტიკურ სირთულეს გადავიტან, გადავრჩები, არ დავპანიკდები. მაგრამ ვალები არის ის, რაც სულს მიწვავს და თითქოს პიროვნებასაც მართმევს. ვალებიც მხოლოდ იმიტომ, რომ ორი სამსახურის იმედად და გამოუცდელობით დაშვებული შეცდომების (მათ შორის არასწორი ადმიანებისადმი გამოცხადებული ნდობის) გამო ამ კრიზისს ჩემთვის უზარმაზარი ბანკის ვალით შევხვდი და იმისთვის, რომ ჩემი და ჩემი მშობლების სახლები რისკის ქვეშ არ დამეყენებინა, ტყავიდან გამოვძვერი და პატიოსნად ვიხადე, სანამ დროებით შეჩერებას არ მივაღწიე (თავიდან 3%-ით რო მიზრდიდნენ სესხს ამის გამო და თურმე 1%-ადაც რომ შეიძლებოდა კიდევ გადახედვას რომ მპირდებოდნენ და დამატებით 3 თვით გახანგრძლივებას და ამის ნაცვლად დღეს უცებ პრობლემურ კლიენტებში რო გადამიყვანეს).

ყადაღა მაქვს ყველა ანგარიშზე. მიმდინარე აქტიური ჯარიმა – 8000 ლარი და იქვე სასამართლოს მოლოდინში +15000 ლარი. ამათი გადახდა არ მინდა, რადგან არ მეკუთვნის, არ მიმაჩნია სწორად. არც მაქვს, მაგრამ რომც მქონდეს, ბევრად პრიორიტეტულია კერძო ადამიანების ვალები, რომლებიც გასასტუმრებელი მაქვს. აქ კი მაქსიმალურად დავრჩებოდი წინააღმდეგობაში ამ ფორმითაც, სადამდეც შემეძლება (ბევრ სირთულეს წარმოქმნის, მაგრამ ჯერჯერობით დამენეჯმენტებადია).

კერძო ვალები – სულ 12 ათასი ლარი, აქედან 3 ათასი უკვე საჩქაროდ დასაბრუნებელი, დანარჩენსაც უკვე მალე დაჭირდებათ ალბათ, მგრამ ამ წუთას არ მაჭერს.

ამის მიღმა, გაჭედილი გადაუხდელი კომუნალურები, გასაკეთებელი დაზიანებული ელექტრობა, რის გამოც კომუნლურების დაფარვის შემთხვევაშიც არ მაქვს არც დენი, არც წყალი და არც გათბობა, იქვე გასაკეთებელი სკუტერი.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბავშვის განთლებისთვის და განვითარებისთვის ვერაფერს ვაკეთებ. სკოლაში, რომელშიც გაიზარდა, ვერ ბრუნდება, რადგან იქაც მსხვილი ვალია დაგროვილი, ვერ დამყავს ვერაფერზე, რაც აინტერესებს და ჭირდება, ADHD აქვს, ერთი წლის წინ დაისვა დიაგნოზი და თერაპიაზეც ვერ დამყავს. თითქოს დრო გაჩერდა რაღაცის მოლოდინში, ერთადერთი, რაც არ იცდის, ვალებია. რადგან ახლა ბანკმა უკვე პრობლემურებში გადამიყვანა, ნაცვლად ერთხელაც ცოტა დროის მოცემისა, უკვე დავაგვიანე მიმდინარე გადასახადი (1900 ლარი) და ყოველთვე სულ მცირე ამდენით გაიზრდება ჩემი მიმდინარე ვალდებულება.

მაინც, ძირითადად ყოჩაღად ვარ. მიკვირს კიდეც რომ ამ ყველაფრის და კიდევ აქ ვერჩატეული უამრავი სირთულის თუ წნეხის მიუხედავად, ფსიქიკური ჯანმრთელობა ხელში მიჭირავს. ეს მხოლოდ იმ ჩემს ბუდეში ცხოვრების შედეგად შევძელი და ვაღიარებ, ამ უმუშევრობამ (რომელსაც რაც ძალა და ღონე მქონდა, ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილებებიდან გამომდინარე და გაფართოებული ხედვით, ყველა მიმართულებიდან ვუტიე) მომცა საშუალება წლების დაგროვილ გადაწვას (და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაა) გამოძინებით მაინც დავპირისპირდებოდი.

ვეძებდი სამსახურებს აქტიურად, აქაც ბევრჯერ დავწერე, ბევრს პირადად მივწერე და შევთავაზე თანმშრომლობა, ლინკდინი გავაწიკწიკე, ვაგზავნე და ვაგზავნე განაცხადები. არაფერი არ გამოვიდა. ის სფეროები, სადაც მე ვოპერირებდი, განადგურდა, ის გამოცდილებები, რაც სხვა სფეროში გადასაპორტირებლად გამომადგებოდა, ვეღარ მნიშვნელობს, მაშინ, როდესაც ამ ინდუსტრიებშიც არსებულ თანამშრომლებს ვეღარ ინარჩუნებენ.

მოკლედ, ახლა რაც მიშველის, არის კონკრეტული თანამშრომლობები, სადაც ადეკვატურად გადამიხდიან და ვალებიდან ცოტათი მაინც ამოვიქაჩები, ან/და ცოტა გრძელვადიანი სესხი ჩემი უპირობო კეთილსინდისიერების გარანტიით. ბოლო-ბოლო-მართლა გავყიდი, ოღონდ იქნებ ჯერ არ იყოს ეგ დრო რა. უნდა იყოს რამე გამოსავალი...

ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება.

ცეცხლი ოლიგარქიას!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

სოლიდარობა სისტემის ყველა ჩაგრულს!“ - დაწერა სუბელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×