
17-წლიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთ ულამაზეს ოჯახს ნანატრი შვილი შეეძინა. საოცარ ამბავზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მშობლებმა თავად ისაუბრეს.
„ღმერთმა გვაჩუქა და ჩემი სიცოცხლე ზუსტად იმ დღეს დაიწყო თავიდან, როდესაც ლილე დაიბადა. ყოველი დილა ბედნიერებით თენდება. ღმერთის რწმენა მუდამ მქონდა. ნათლული მყავს გარდაცვლილი და ლილე ერქვა. სულ მომწონდა ეს სახელი. საოცარი ემოცია მქონდა, როდესაც ეს ამბავი გავიგე“, - თქვა ლილეს მამა.
საკუთარ ემოციებზე ისაუბრა ლილეს დედიკოც.
„რწმენა არასდროს უნდა დაკარგო. უშვილო ქალი არ არსებობს, მთავარია უფლის გჯეროდეთ და აუცილებლად გახდებით დედა. ყველას ვგულშემატკივრობ, ვისაც შვილი არ ჰყავს. 17 წლის მანძილზე სულ ვიბრძოდი. დავხედე ტელეფონს და პასუხი დადებითი იყო. ისტერიკულად დავიწყე ტირილი. ვურეკავ გიორგის და ვეუბნები მამა გახდები-მეთქი. დედობაზე დიდი გრძნობა არ არსებობს“, - განაცხადა დედამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე