რეზონანსი
12.03.2026

ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის პოლიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, განსაკუთრებით ოპოზიციის მცდელობების ფონზე.

„ჩვენს რეგიონში დაძაბულობის დაწყებიდან ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია. ის სამშვიდობო დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ და ურყევად ხორციელდება. ნამდვილად არ აქვს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა რას იტყვის, რომელიმე ე.წ ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ მათი პატრონი გერმანიის ელჩი, რა მოეწონებათ ჩვენი გადადგმული ნაბიჯიდან და რა არა. ჩვენთვის მთავარი საზრუნავი არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, რომ აქ იყოს მშვიდობა, რომ არ დაიღვაროს ჩვენი დების და ძმების, ჩვენი მშობლების, ჩვენი შვილების სისხლი, აქ არ მოხდეს დესტაბილიზაცია, მშვიდობის პოლიტიკას მოჰყვეს ის ეკონომიკური კეთილდღეობა რომელიც სახეზეა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×