რეზონანსი
12.03.2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

მათივე ცნობით, მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×