
მოდელი ნეკა დოროყაშვილი პოლიტიკოს თამარ ჩერგოლეიშვილს ღიად დაუპირისპირდა. საქმე ეხება გადაცემა "სარკასტიკაში" ჩერგოლეიშვილის ერთ-ერთ შეფასებას.
"თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, მე ვერ ვარ კარგად და მენტალური პრობლემები მაქვს, ნეტავ, თავისი თავისთვის ოდესმე სარკეში ერთი-ერთზე შეუხედავს? რა საინტერესოა, რომ ჩერგოლეიშვილისნაირი ადამიანი ჩემზე საერთოდ კომენტარს რომ გააკეთებს, ჩემი აზრით უნდა შევრცხვეს. მე საერთოდ არ მახასიათებს, რომ ვინმე დავაკნინო და დავამცირო იმიტომ, რომ ძლიერი ადამიანი და კაი ტიპი არ ცდილობს ვინმეზე ცუდი კომენტარი გააკეთოს, მაგრამ... მე არ მაკლია, მარა შენ, ჩემი აზრით, თამარ, სერიოზული პრობლემები გაქვს ცხოვრებისეულად და თან ისეთ ასაკში, ხარ, რომ ძაან ძნელია, რომ მაგას ოდესმე მიხვდე" - აღნიშნა ვიდეომიმართვაში ნეკა დოროყაშვილმა.
რაც შეეხება "ფედერალისტების" ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მან გადაცემა "სარკასტიკაში" ერთ-ერთ წამყვანს ასეთ რამ უთხრა:
"ეხლა როგორ მოვხვდი აქ. რომ დამირეკე, სახელი და გვარი კი დავიმახსოვრე, მაგრამ სად მეძახდი, ეგ კარგად ვერ გავიგე. მერე დავიწყე მოძიება და გავიგე რა გადაცემაც არის, აი, ნეკა დოროყაშვილი რომ იყო, ის გადაცემა არისო და სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად ემპათიით განვეწყვე იმ გოგოს მიმართ იმიტომ, რომ რაღაცა უცნაურ მდგომარეობაში იყო აქ, არ მინდა ახლა რამე ვთქვა..." - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე