რეზონანსი
12.03.2026

საჯაროდ ადასტურებ, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირდები და რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში დარეგისტრირების ფაქტის კომენტირებისას.

„არა მარტო ხიდაშელი, მისი უფროსები უცხოეთიდან და ასევე აქაური წარმომადგენლობები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი მიზანია, საქართველოს კანონმდებლობას გვერდი აუარონ და შავი ფული ისე შემოიტანონ საქართველოში. ეს გაცხადებული აქვთ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ხალხი მენტალურად არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები. მარტო იმით არა, რომ ფულს უხდიან, მენტალურად ეზიზღებათ ყველაფერი ქართული, თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში. საჯაროდ ადასტურებ, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირდები და რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო. წავიდნენ და თვითონ რეგისტრირდებიან უცხო ქვეყანაში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×