რეზონანსი
14.03.2026

პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ არ შეუერთდა 24 ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ანგარიშს და ამ ქვეყნების მიერვე გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ის აღნიშნავს, უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთურმოქმედება და საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა.

„დიდება უფალს და გაუმარჯვოს აშშ-ს, რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ! 54 ქვეყნიდან 33 ქვეყანამ, ანუ უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთურმოქმედება! საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა და საქართველო აუცილებლად დაიფრენს ღმერთისა და სარწმუნოების მოღალატე ამ თახსირბაშებს!“ - წერს წერეთელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×